Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ჯიბლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1964 წელს. 1965-1966წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური კიბერნეტიკის ლაბორატორიის გამოთვლითი მანქანების განყოფილების ინჟინერი; 1966-1969წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტი; 1969-1971წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1973წწ. - სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "მიონი"-ს მანქანური დაპროექტების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1983წწ. - "მიონი"-ს ლაბორატორიის უფროსი; 1983-1991წწ. - "მიონი"-ს ელექტრონულ ნაკეთობათა დაპროექტების ავტომატიზებული სისტემების შემუშავებისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი; 1991-2000წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტი; 2000 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 1973-1991წწ. - სსგ "მიონში" შესრულებული სახელმწიფო მნიშვნელობის 12 თემის მეცნიერ-ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტატიკური ოპტიმიზაციის წრფივი და არაწრფივი ამოცანების გადაწყვეტის ზოგიერთი ახალი მეთოდები", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოპტიმიზაციის მიახლოებითი მეთოდების შემუშავება და მათი გამოყენება დაპროექტებისა და მართვის სისტემებში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.263 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |