შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ფრუიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1950-1951წწ. ს. ჭრებალოს კოლმეურნეობის წევრი; 1951-1952წწ. სპეცსახელოსნო სასწავლებლის აღმზრდელი; 1954-1955წწ. ს. ჭრებალოს სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს ლაბორანტად, 1960 წლიდან მეცნიერ თანამშრომლად, 1968 წლიდან მუშაობა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მამულის აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე წიგნი და ექვსასამდე პუბლიკაცია. ეთნოგრაფი, პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა – "მევენახეობა, მეღვინეობა საქართველოში ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით", დაიცვა 1968 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.333 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |