ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გია ხოფერია
დაბადების თარიღი: | 14 აპრილი, 1961 (64 წლის) |
კატეგორია: | მეცნიერი, მწერალი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1978 წელს.
გაზეთ "ქუთაისის უნივერსიტეტის" რედაქტორი; ფილოლოგიის დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პრემია (2014), 2024 წელს დასახელდა ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ ლიტერატურული კონკურსის - "ილია თანამედროვე პოეზიაში" - საუკეთესო ლექსის ავტორად.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2023 - პრემია "საგურამო"
- 2003 - ნოდარ დუმბაძის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- წყალდიდობა : ლექსებისა და პოემების კრებული (ავტორი). - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2023. - 272გვ.. - ISBN: 978-9941-495-93-9
- წერილები ქართულ ლიტერატურაზე (ავტორი) // ნაწ.3. - თბილისი, აწსუ - ს გამომცემლობა, 2022. - 484გვ.. - ISBN: 978-9941-495-56-4
- ტექსტოლოგიის ძირითადი საკითხები. ტექსტოლოგიური ნარკვევები : ლექციების კურსი (ავტორი). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2013. - 185გვ.. - ISBN: 978-9941-453-01-4
- ტექსტოლოგიის ძირითადი საკითხები : ლექციების კურსი (ავტორი). - ქუთაისი, 2010. - 112გვ.. - ISBN: 978-9941-417-92-4
- წერილები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე (ავტორი) // ნაწ. 2. - ქუთაისი, 2009. - 180გვ.. - ISBN: 978-9941-0-1648-6
- წერილები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე (ავტორი) // ნაწ. 1. - ქუთაისი, ქუთაისის უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 170გვ.. - ISBN: 99940-849-7-6
- მესამე მსოფლიო ომი : მოთხრობების კრებული (ავტორი). - ქუთაისი, 2005. - 282გვ.
- ანა კარენინა და ბებიაჩემი : მოთხრობების კრებული (ავტორი). - ქუთაისი, 2003. - 124გვ.
- აიმანო : რომანი, მოთხრობები (ავტორი). - ქუთაისი, მოწამეთა, 1994. - 200გვ
- მოდი, გენაცვალე!.. : მოთხრობები (ავტორი). - ქუთაისი, სარანგი, 1992. - 184გვ.
- ჭიდილი : ლექსები (ავტორი). - ქუთაისი, საქართველო, 1991. - 40გვ.
|