| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ალექსანდრე თოფჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის სახ. უნივერსიტეტი 1980 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი. 1980-1981 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინჟინერ-პროგრამისტ-სტაჟიორი, 1982-1986 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ინჟინერ-პროგრამისტი, 1986-1988 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1990-1994 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, 1994წ. წლიდან დღემდე საქართველოს მეც. აკადემიის ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, 1986-1990 წწ.-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი, 1990-1995 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი, 1997-1998 წწ.-ევროგაერთიანების ტასისის პროგრამის EDGE 9501 პროექტის საქართველოს მთავარი ექსპერტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი. ამასთან ერთად მისი ოთხი ნაშრომი გამოქვეყნებულია მსოფლიოში ცნობილ ჟურნალებში. 1987 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. 1994 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

