შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ზექალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა წარჩინებით ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და გერმანული ენის სპეციალობით 1978 წელს. იყო მაიაკოვსკის სახელობის სტიპენდიატი. ენათმეცნიერი და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1978-1988 წლებში მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და უცხო ენების კათედრაზე მასწავლებლად; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული ენისა და უცხოური ენების კათედრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტად. ამჟამად მუშაობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად. საკანდიდატო დისერტაციის თემა –"იოსებ გრიშაშვილის თხზულებების ლექსიკა", დაიცვა 1981 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართული დიალოგური მეტყველება" (ძირითადი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური მახასიათებლები), დაიცვა 2006 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |