Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ალიმბარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი. დაამთავრა ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს. 1989-2010წწ. მუშაობდა გორის რაიონის ტინისხიდის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად, ხოლო 1994-2010წწ. ამავე სკოლის დირექტორად; 2008 და 2010 წლებში ორჯერ დასახელდა გორისა და გორის რაიონის საუკეთესო პედაგოგად, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით "გორისა და ატენის ეპარქიის აღორძინების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", 2020 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გადაეცა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის ჯილდო. 2019 წლიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ბრძანებით, საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის წევრია. 2010 წლიდან მუშაობს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, სტრატეგიული განვითარების და საბიუჯეტო, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების უფროსის, კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე; 2016-2020 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. პარალელურად, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს ისტორიაში; 2012 წლიდან ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორია, 2013 წლიდან კი ასოცირებული პროფესორი. არის რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ნაშრომები დაბეჭდილია, როგორც საქართველოს ავტორიტეტულ გამოცემებში, ასევე საზღვარგარეთ (უკრაინა, თურქეთი, მექსიკა, რუსეთი). ისტორიის აკადემიური დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ლეკიანობა და ქართლ-კახეთის სამხედრო-თავდაცვითი სისტემა", დაიცვა 2013 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |