შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კოკილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს; ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1962 წელს. 1963-1966წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1986წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2001წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2006წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1990 წლიდან მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა: ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, არაწრფივი ჰარმონიული ანალიზი და ფუნქციათა აპროქსიმაციის თეორია, მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანები. 209 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 მონოგრაფიის ავტორია. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1981 წელს. წყარო: ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge; science.org.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: facebook.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |