ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ელდარ მამისთვალიშვილი
დაბადების თარიღი: | 27 ივლისი, 1939 (85 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ასპირანტურა.
ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1972 წლიდან მუშაობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1985-1986 წლებში იყო პედაგოგიკის კათედრის გამგე, 1990 წლიდან არის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე; 1998-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1994 დაჯილდოვდა ი. მაჩაბლის სახ. პრემიით, რომელიც 1995 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ პირადად გადასცა ისრაელში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადისერტაციო თემა -"საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV ს. მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეებში (ევროპული წყაროების მიხედვით)".
წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.233; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.187; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.495
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქარეთველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1998-1999)
- საქარეთველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1998-1999)
- საქარეთველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1998-1999)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების ორდენი
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მეცნიერულად კვლევის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 1994 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- როსტომი და ვახტანგ V შაჰნავაზი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2020. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-32-200-6
- გორის ისტორია, II : გადამუშავებული და შევსებული მეორე გამოცემა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2019. - ISBN: 978-9941-25-522-9
- საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, III (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2019. - 736გვ.. - ISBN: 978-9941—26-566-2
- თეიმურაზ I (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2019. - 243გვ.
- გორის ისტორია, I : გადამუშავებული და შევსებული მეორე გამოცემა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2018. - 626გვ.. - ISBN: 978-9941-25-522-9
- ლუარსაბ I და სიმონ I : ქართველი მეფეები, პატრონნი და მსახურნი ქვეყნისანი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2018. - 231გვ.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, IV (საქართველო და ჯვაროსნები) = (The Georgians and the crusaders) (ავტორი). - თბილისი, საარი, 2016. - 443გვ.. - ISBN: 978-9941-427-98-5
- იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი = The monastery of the Holy Cross in Jerusalem (ავტორი). - თბილისი, საარი, 2014. - 400გვ.. - ISBN: 978-9941-427-74-9
- The History of Georgian Jevs (ავტორი). - თბილისი, Georgian Cademic Book, 2014. - 355გვ.. - ISBN: 978-9941-9372-7-9
- საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია. 2, (XVII ს. პირველი ნახევარი - თეიმურაზ I-ის ეპოქა) = (The 1st half of the XVII century - the era of Teimurazi 1st) (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 719გვ.. - ISBN: 978-9941-17-436-0
- Грузинские евреи (ავტორი). - Artlains, 2011. - 407გვ.. - ISBN: 978-9941-9189-6-4
- საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI) : ეძღვნება გივი ჟორდანიას ხსოვნას (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2009. - 570გვ.. - ISBN: 978-9941-01421-5
- საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.) (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2008. - 268გვ.. - ISBN: 9789941000843
- ქრისტეს კვართის ისტორია (ავტორი). - გორი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2003. - 192გვ.. - ISBN: 99928-896-6-7
- ძველი მსოფლიოს კულტურის ისტორია (რედაქტორი). - თბილისი, გორის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 107გვ.
- იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორი=Нistory of Jerusalem Cross Monasteryა : ქართული პერიოდი (ავტორი). - გორი, გორის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 125გვ.. - ISBN: 99928-896-2-4
- გორის გაქალაქებამდე პერიოდის ისტორიისათვის (რედაქტორი). - გორი, ქართლი, 1998. - 56გვ.
- ქართველები და ბიბლიური სამყარო (ავტორი). - გორი, ქართლი, 1998. - 176გვ.
- გორის შემოგარენის მნიშვნელოვან დასახლებათა ისტორიისათვის (რედაქტორი). - გორი, ქართლი, 1998. - 32გვ
- ამილახვრები (ავტორი). - გორი, ქართლი, 1996. - 45გვ.
- ქართველ ებრაელთა ისტორია : ანტიკური და ფეოდალიზმის ხანა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1995. - 332გვ.
- გორის ისტორია (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1994. - 384გვ.
- რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ (მთარგმნელი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 48გვ.
- თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები. 1577-1581 (მთარგმნელი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 68გვ.
- XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ = Сведения итальянских путешественников XV века о Грузии (მთარგმნელი). - თბილისი, მეცნიერება, 1981. - 101გვ.
- საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში : ევროპული წყაროების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1981. - 392გვ.
|