The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სარალიძე

თამარ სარალიძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1984წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1988წწ. კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1986წწ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ციტოლოგიის განყოფილების ასპირანტი; 1988 წელს N2 საავადმყოფო–პოლიკლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი–თერაპევტი. 1995 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ "ვიტა"–ს საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. აქვს ორი მეთოდური რეკომენდაცია. მან პირველმა დანერგა კლინიკაში მაკროფაგ–ლიმფოციტური ტესტით ორგანიზმში იმუნოკომფლიქტის დიაგნოსტიკა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აუტოიმუნური ჰემოდეპრესიების კლინიკურ–მორფოლოგიური და იმუნოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1992 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: