The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ბესიკ ხარანაული

ბესიკ ხარანაული
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1939  (75 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა გამომცემლობაში "ლიტერატურა და ხელოვნება" უმცროს რედაქტორად 1963–1967წწ., გამომცემლობაში "საბჭოთა საქართველო" რედაქტორად 1967–1972წწ., ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში იყო განყოფილების გამგე, 1972–1998წწ. რედაქტორის მოადგილედ, 1999 წლიდან გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე. 

2010 წლის ოქტომბერში წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა"
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: