The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბონდო მაცაბერიძე

ბონდო მაცაბერიძე
Date of birth:20 March, 1959  (65 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა მოსკოვის ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის პოეზიის ფაკულტეტი 1990 წელს.

1989 წელს დაარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში -"ალავერდი" და იყო მისი დირექტორი 1994 წლამდე; 1997 წელს დაარსა გამომცემლობა - "ბონდო მაცაბერიძე", რომელიც 2000 წლიდან დარეგისტრირდა ახალი რედაქციით - "გამომცემლობა-ბაკმი", სადაც მუშაობს დღემდე დირექტორის თანამდებობაზე. ავტორია ერთი პოეტური კრებულის - "თმენის ფორმულა"(გამომცემლობა "მერანი" 1990) და ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის "სადაურსა სად წაიყვან"(გამომცემლობა "ალავერდი", 1992); მის შემოქმედებაზე დაიწერა არაერთი ლიტერატურული წერილი თუ ესე: "კიდევ ერთი პოეტური სანთელი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო"  5 თებერვალი, 1993 წ., ავტ. რევაზ მიშვრლაძე), "მოთიბულ ყვავილებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს"("მწერლის გაზეთი" N1.(51) 6-12 თებერვალი, 2003 წ., ავტ. ქეთი დოლიძე), "ჩვენი კეთილი ანდერსენი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" N11. 19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე), "ჩვენ ყველას გვჭირდება ზღაპრები"(წიგნიდან - "მზისფერი  ქუდი ", გამომცემლობა "უნივერსალი",  2005 წ., ავტ. ქეთევან შენგელია), "ცეროდენების გულთამხილავი"("ჩვენი მწერლობა" N1. (53) 2008 წ., ამირან არაბული),  "მეზღაპრე ჯერ ახალგაზრდაა" - ლიტერატურული ესსე(ლიტერატურული პალიტრა N5, მაისი, 2008 წ., ემზარ კვიტაიშვილი), "ზღაპრის სიმფონია"(19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე). მისი ზღაპრები თარგმნილია: რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ, უკრაინულ და ლიტვურ ენებზე; 2010  წელს  წიგნი "ზღაპრები ბექნა ბიჭზე" საბავშვო წიგნის II ფესტივალზე გამოცხადდა გამარჯვებულად ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ზღაპრები" (საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი); არის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორის პრემია ALMA-სსამგზის ნომინანტი - 2019-20-21წწ.

წყარო: საბავშვო ავტორები: kids.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1995-)

Awards and Honors

  • 2004 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • 2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: