შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შორენა ქურციკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1988 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსები 1992 წელს, ბერკლის უნივერსიტეტის საფინანსო მენეჯმენტის პროგრამა 2010 წელს. სწავლობდა ინდოეთში, ბომბეის უნივერსიტეტში და კ.რ. კამას სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში 1987-88 წლებში. ქ. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის, ანთროპოლოგიისა და სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში დაიწყო ქართული ენის, კულტურისა და ფოლკლორის კურსების კითხვა. 1999-2007 წლებში მუშაობდა ბერკლის უნივერსიტეტის ფიბი ჰერსტის სახ. ანთროპოლოგიის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად, სადაც კურირებდა საქართველო-ჩეჩნეთის სასაზღვრო ზონისადმი მიძღვნილ ვიზუალური ანთროპოლოგიის გამოფენას (4 მარტი-1 აგვისტო 2004 წ.). 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ბერკლის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ასპირანტურის განყოფილებას. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ზოროასტრიზმის გადმონაშთები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ტრადიციულ ყოფასა და კულტურაში", დაიცვა 1993 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |