The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



შორენა ქურციკიძე

შორენა ქურციკიძე
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1966  (48 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1988 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსები 1992 წელს, ბერკლის უნივერსიტეტის საფინანსო მენეჯმენტის პროგრამა 2010 წელს. სწავლობდა ინდოეთში, ბომბეის უნივერსიტეტში და კ.რ. კამას სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში 1987-88 წლებში.

ქ. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის, ანთროპოლოგიისა და სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში დაიწყო ქართული ენის, კულტურისა და ფოლკლორის კურსების კითხვა. 1999-2007 წლებში მუშაობდა ბერკლის უნივერსიტეტის ფიბი ჰერსტის სახ. ანთროპოლოგიის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად, სადაც კურირებდა საქართველო-ჩეჩნეთის სასაზღვრო ზონისადმი მიძღვნილ ვიზუალური ანთროპოლოგიის გამოფენას (4 მარტი-1 აგვისტო 2004 წ.). 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ბერკლის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ასპირანტურის განყოფილებას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ზოროასტრიზმის გადმონაშთები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ტრადიციულ ყოფასა და კულტურაში", დაიცვა 1993 წელს. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სამეცნიერო და ჰუმანიტარული დარგები კოლეჯის ჯილდო, უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის
  • 1994 - უილიამ ფულბრაიტის პროგრამა

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: