შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს. ვიზუალური ანთროპოლოგიის სპეციალისტი. 1974-1995 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1989-1995 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებას. 2003-2008 წლებში, ბერკლის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში კითხულობდა ქართული ენისა და კულტურის კურსს. 2008 წლიდან არის ბერკლის უნივერსიტეტის სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტთან ასოცირებული მკვლევარი. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე–"მავნე ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პერიოდიკის მიხედვით". ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |