The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჩიქოვანი

ვახტანგ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1948
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 2025  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:ანთროპოლოგი, ეთნოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.

ვიზუალური ანთროპოლოგიის სპეციალისტი.

1974-1995 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1989-1995 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებას; 2003-2008 წლებში, ბერკლის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში კითხულობდა ქართული ენისა და კულტურის კურსს. 2008 წლიდან იყო ბერკლის უნივერსიტეტის სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტთან ასოცირებული მკვლევარი. ავტორია გამოქვეყნებული მასალებისა: "შინაურული პოპური ანუ რაც ტელეფონით საუბრის დროს არ გვითქვამს" (ბერკლი, 2019); Vakhtang Chikovani (co-author with Shorena Kurtsikidze) "Georgian Tales" Folktales and Fairy Tales: Traditions and Texts from Around the World, 2nd Edition, Edited by Anne E. Duggan Ph.D., Donald Haase Ph.D., Helen J. Callow, ABC-CLEO. LLC, 2016; Vakhtang Chikovani (co-author with Ryan Shosted), "Standard Georgian: Illustrations of the IPA," Journal of the International Phonetic Association, 2006, 36: 255-264; Georgian Folklore; Reader, Parts 1-2, Compiled by Vakhtang Chikovani and Shorena Kurtsikidze; Anthropology 162, Spring 2oo5, University of California, Berkeley. Content and Suggested ReadingsVakhtang Chikovani (co-author with Shorena Kurtsikidze), Georgia's Pankisi Gorge: An Ethnographic SurveyBerkeley Program in Soviet and Post-Soviet Studies, University of California, Berkeley, Spring 2002; Georgian Magic Tales, Vol. 1-2; Selected and Edited by Mikheil Chikovani and Vakhtang Chikovani, Ganatleba Publ., Tbilisi, 1993-94 (in Georgian); Georgian Jews in Georgia, by Zacharia Chichinadze (1854-1931), Edited and Introduction by Vakhtang Chikovani, Metsniereba Academic Press, Tbilisi, 1990 (in Georgian).

საკანდიდატო დისერტაცია თემა – "მავნე ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პერიოდიკის მიხედვით", დაიცვა 1988 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: