The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი შამათავა

ირაკლი შამათავა
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1987  (38 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2011 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 2016 წელს. არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული (2020)

2009-2010წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი. არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2015-2017წწ. იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის“ თავმჯდომარე და კონკურსში ნომინირებული/გამარჯვებული ნაწარმოებების სერიული გამოცემის ხელმძღვანელი. 2023-2025 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, "თანამედროვე სამართლის ჟურნალის" მთავარი რედაქტორი და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცემებში; 2024 წელს, გამომცემლობა "ბონა კაუზა"-მ გამოსცა მონოგრაფიული ნაშრომი; 2025 წელს იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli) სტიპენდია მოიპოვა. მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა L", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა", "ქართული მწერლობა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე. თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014); არის თბილისის წიგნის XXII და XXIII ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე და მოდერატორი. 2023 წელს, მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის (Writer’s House Exchange Program; Residencia Literaria 1863, A Coruna, Spain) ფარგლებში იმყოფებოდა ესპანეთში, ლა-კორუნიაში, სადაც იმუშავა ავტობიოგრაფიულ წიგნზე. ავტორი და ხელმძღვანელია ილუსტრირებული ფოტოალბომის თბილისი – ძველი და ახალი, Tbilisi – Old And New (2017 წ.) და გამოცემის ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის საუკეთესო პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომზე (2020 წ.). დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურს "ალერდის" (2011), ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ.თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზის" (2010), წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის (2016), ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2016) პრემიებით; ნიკო ლორთქიფანიძის პრემია (2020); გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია (2020); პრემია "მანდარინები" (ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, 2021); არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022). ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის 2024 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სახელმწიფო ენის პალატის მიერ. სამართლის დოქტორი (2022).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში", დაიცვა 2022 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანება, წევრი
  • საავტორო უფლებათა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია , წევრი
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
    გამშვები პუნქტი = Анашьҭратә ҭыҧ : მოთხრობები / ირაკლი შამათავა .- თბილისი : ინტელექტი, 2019 .-216გვ.
  • 2013 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
  • 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
    ბავშვობადაკარგული თაობა : მოთხრობები, მინიატურები / ირაკლი შამათავა .- თბილისი : მერანი, 2011 .- 136გვ.
  • 2012 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
    დემნა უფლისწულის აჯანყება ანუ უკანასკნელი ბაგრატიონის სისხლიანი ქრონიკა : ისტ. რომანი / ირაკლი შამათავა . - თბილისი : გლობალ-პრინტი+, 2011 .- 192გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: