The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი შამათავა

ირაკლი შამათავა
Date of birth:14 November, 1987  (36 years)
Category:Lawyer, Scientist, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2011 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 2016 წელს.

არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი. სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია; მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე). თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014); ნაწერები განთავსებულია Lib.ge, Lit.ge-ზე და urakparaki.com-ზე. მისი მოთხრობა "კაენი და სახარება" თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. რუსულ ენაზე თარგმნილი მოთხრობა შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში; ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ლექტორი; არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი (2009); დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურს "ალერდის" (2011), 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზის" (მოთხრობისთვის "კაენი და სახარება", 2010, II პრემია), წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის (2016), ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2016) პრემიებით; პრემია "მანდარინები" (ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, 2021); არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022). სამართლის დოქტორი (2022).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში", დაიცვა 2022 წელს.

Member of Organizations

  • აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანება, წევრი
  • საავტორო უფლებათა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია , წევრი
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2020 - გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
    გამშვები პუნქტი = Анашьҭратә ҭыҧ : მოთხრობები / ირაკლი შამათავა .- თბილისი : ინტელექტი, 2019 .-216გვ.
  • 2013 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
  • 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
    ბავშვობადაკარგული თაობა : მოთხრობები, მინიატურები / ირაკლი შამათავა .- თბილისი : მერანი, 2011 .- 136გვ.
  • 2012 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
    დემნა უფლისწულის აჯანყება ანუ უკანასკნელი ბაგრატიონის სისხლიანი ქრონიკა : ისტ. რომანი / ირაკლი შამათავა . - თბილისი : გლობალ-პრინტი+, 2011 .- 192გვ.

Bibliography


Share: