შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა თვარაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1980-2000 წწ. იყო ჟურნალ "ბალავერის" ლიტერატურული რედაქტორი, შემდეგ რედაქტორი; სახვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "არილსა" და "მკურნალში", ასევე ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1993 წლიდან. გამოცემულია ლექსების კრებულები: "ტან-ცზი სიცივეში" (2003), "Tyrannosaurus Rex" (2005), "პილიგრიმი (2011); პოემა "მხიარული ლანდები" (2011); მოთხრობების კრებულები: "მოხეტიალე" (1999), "თავგადასავალი" (2008); რომანი "სიტყვები" (2005-2011), რომელიც პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ "ცისკარში". ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრულ თარგმანში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |