შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ კენკებაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. "საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების" საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. იკვლევს საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობის პრობლემებს. აგრეთვე ქვემო ქართლის ისტორიულ გეოგრაფიას, საქართველოს ეკლესიის ისტორიას, საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის პერიოდიზაციის საკითხებს. არის ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ექვსი მონოგრაფიისა. თ. კენკებაშვილი 12-13 წლის ასაკიდან შეისწავლის საქართველოს ისტორიის აქტუალურ პრობლემებს. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავისი გამოკვლევით, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალების თარიღსა და მისი საფლავის ადგილმდებარეობას ეხებოდა. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |