Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ სულაკაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1957–1970წწ. მუშაობდა ჟურნალ "მნათობში" განყოფილების გამგედ, 1970–1971წწ. პასუხისმგებელ მდივნად; 1971–1981წწ. გამომცემლობა "ნაკადულში" დირექტორად; 1981 წლიდან ჟურნალ "მნათობის" მთავარ რედაქტორად. პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა. ლექსთა პირველი წიგნი 1951 წელს გამოსცა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980), პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" (1957), "ბიჭი და ძაღლი" (1966), "ოქროს თევზი" (1966), "სალამურას თავგადასავალი" (1969 ), "ლუკა" (1972), "თეთრი ცხენი" (1984). გამოქვეყნებული აქვს ლექსების ათამდე კრებული, პროზა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.599; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი: buki.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.416 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |