| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
თამაზ ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია "ტრაგიკული ნიღბები" ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ–ი, ლექსები; რ. თაგორი "გიტანჯალი", "ბენგალია", "ბჰაგავატგიტა", დანტე "ახალი ცხოვრება", "ინდური საგალობლები", "აღმოსავლური ლირიკა", ჰომეროსის "ოდისეა" და სხვ. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველას პოემებში", დაიცვა 1972 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

