| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
შოთა ნადირაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1944 წელს. 1952–1984წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1956–1985წწ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უფროს, უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ, 1985–2006წწ. დირექტორად. მუშაობდა პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში. იგი არის განწყობის ანტროპული თეორიის ავტორი და განწყობის ფსიქოლოგიაში სოციალური განწყობის თეორიის ფუძემდებელი; 12 მონოგრაფიისა და 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა –"აზროვნებისა და მეტყველების ურთიერთობა", დაიცვა 1956 წელს, სადოქტორო – "განზოგადების ოპერაციის განვითარება სასკოლო ასაკში", დაიცვა 1964 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

