ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ია გორგიშელი
დაბადების თარიღი: | 29 ოქტომბერი, 1965 (59 წლის) |
კატეგორია: | ბიბლიოთეკარი, ინჟინერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1990 წელს.
1990-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2007 წლიდან დღემდე არის ამავე ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
1995–2005 წლებში თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრულ ცენტრთან და სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებასთან.
არის პირველი ქართული ინტერნეტ საძიებო კატალოგის ქართული რესურსები ინტერნეტში (GeREs)” (http://www.geres.ge) თანაავტორი, რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენციის და პროექტის მონაწილე.
2011 წ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლების და კულტურის საქმეთა ბიუროს "ლიდერებისათვის საერთაშორისო სტუმრის პროგრამის (IVLP)" მონაწილე.
წყარო: ინტერნეტის თანამედროვე ტექნოლოგიები, თბ., 2003, 45 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდამჭერთა კავშირი "ინოვაცია XXI", წევრი (1999-)
ბიბლიოგრაფია
- მობილური ტექნოლოგიები და ბიბლიოთეკა (ავტორი) // ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული VII. - ქუთაისი, 2015. - 100-106გვ.
- მოგონებები წაღვერზე (შემდგენელი). - თბილისი, ინტელექტი, 2010. - 26გვ.. - ISBN: 978–9941–420–01–6
- მკითხველთა საბიბლიოთეკო – საინფორმაციო მომსახურების მიმდინარე და პერსპექტიული მიმართულებები (ავტორი) // ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული II. - ქუთაისი, 2010. - 49–57გვ.
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკა : 2001–2009 (ავტორი) // ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული I. - ქუთაისი, 2009. - 54–62გვ.
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ–საიტის ანალიზის მცდელობა და ბიბლიოთეკების ვებ–საიტების შეფასების კრიტერიუმები (ავტორი) // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შრომები 1(6). - თბილისი, 2006. - 72–80გვ.
- გვჭირდება თუ არა ეროვნული ბიბლიოგრაფია ?! (ავტორი). - თბილისი, 2006. - 38გვ.
- თბილისის მეტეხის კლდის მხატვრული იერსახე და მისი სულიერი მნიშვნელობა (თანაავტორი) // საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები : სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია, 11-13 ოქტომბერი. - თბილისი, წმინდა ნინო, 1998. - 270–281გვ.
- მეტეხის კლდე და წმ. აბო თბილელის ნიში (თანაავტორი) // ბურჯი ეროვნებისა. - 1997. - N 2(19) 10გვ., N3(20) 14გვ.
- სტატისტიკური განაწილებები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზებში (თანაავტორი) // საქართველო - აშშ II საბიბლიოთეკო კონფერენცია. კონფერენციის მასალები. - თბილისი, 1997. - 67–76გვ.
|