The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია გორგიშელი

ია გორგიშელი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1990 წელს.

1990-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2007 წლიდან დღემდე არის ამავე ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

1995–2005 წლებში თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრულ ცენტრთან და სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებასთან. 

არის პირველი ქართული ინტერნეტ საძიებო კატალოგის ქართული რესურსები ინტერნეტში (GeREs)” (http://www.geres.ge)  თანაავტორი, რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენციის და პროექტის მონაწილე.

2011 წ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლების და კულტურის საქმეთა ბიუროს "ლიდერებისათვის საერთაშორისო სტუმრის პროგრამის (IVLP)" მონაწილე.

წყარო: ინტერნეტის თანამედროვე ტექნოლოგიები, თბ., 2003, 45 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდამჭერთა კავშირი "ინოვაცია XXI", წევრი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: