The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 (32) 297-16-12



მარიკა ჟორჟოლიანი

მარიკა ჟორჟოლიანი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1979  (36 წლის)
კატეგორია:არტისტი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლენტეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს. არის ფილოსოფიის მაგისტრი.

სტუდენტობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს შრომები ენის ფილოსოფიისა და ჰერმენევტიკის მიმართულებით. ლექსებს წერს 6 წლიდან.

1997 წლიდან დღემდე, მონაწილეობს სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ საღამოებში. ამავე წლებიდან იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში.

2006 წლიდან არის ერთ-ერთი წამყვანი არტისტი მულტიმედია არტ-ჯგუფ "სტიგმატი"-სა და მონაწილეობს ამ ჯგუფის თითქმის ყველა არტ-ფილმსა თუ ცოცხალ პერფორმანსში.

2002-2005 წლებში მუშაობდა ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიბლიოგრაფად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმი, საზღვარგარეთთან ურთიერთობის მენეჯერი

ბიბლიოგრაფია

  • ათვლის წერტილი : ლექსების კრებული (თანაავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2004. - 64გვ.. - ISBN: 99928-71-65-2

გააზიარე: