შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემზარ ჯგერენაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი გურძემი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციოლოგის სპეციალობით. 1990-1993 იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 2000-2003 ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია) დოქტორანტი, 2002 წელს გაიარა სტაჟირება ბაიროიტის (გერმანია) უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე. 1994-2003 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორად. 1987-1998 იყო საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი; 1999-2002 პოლიტიკური კონსალტინგის და კვლევების კოორდინატორი (ვენის გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრი); 2003 წლიდან ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 2003-2005 საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. არის სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |