| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ემზარ ჯგერენაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფ. გურძემი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციოლოგიის განხრით 1990 წელს. 1990წწ-1993წწ. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე ასპირანტად, ხოლო 2000წწ-2003წწ. დოქტორანტად ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია), 2002 წელს გაიარა სტაჟირება ბაიროტის (გერმანია) უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე. 1994წწ-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორად. 1987წწ-1998წწ. არის საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი; 1998წწ-1999წწ. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს მიერ დაფინასებული პროექტის "წარმატება" დირექტორი; 1999წწ-2002წწ. პოლიტიკური კონსალტინგის და კვლევების კოორდინატორი (ვენის გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრი); 2003 წლიდან ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი (ხელშეკრულებით); 2005წწ-2006წწ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის, "უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისაკენ", ექსპერტი. 2006 წლიდან დღემდე სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და დისკუსიებში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. არის სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

