The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ზაზა აბაშიძე

ზაზა აბაშიძე
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1957  (57 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს; მოსკოვის სახელმწიფო ისტორია-არქივმცოდნეობის ინსტიტუტის ისტორია-არქივმცოდნეობის ფაკუტეტი 1975 წელს.

1980წწ-1981წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად. 1981წწ-1983წწ. ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1983წწ-1991წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1991წწ-2001წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებლად; 1993წწ-1995წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახვადასხვა თანამდებობებზე. 1997წწ-1988წწ. გაიარა სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 2000წ. რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით. 2001წწ-2005წწ. თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად. 2005წწ.-2006წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. 2007წ. საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩევლად. 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად. არის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.




ბიბლიოგრაფია


გააზიარე: