ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
იოსებ დავითაშვილი
| დაბადების თარიღი: | 1 ივლისი, 1850 |
| გარდაცვ. თარიღი: | 13 მარტი, 1887 (36 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | თელავი |
| კატეგორია: | პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ახლანდელი გორის რაიონი, სოფ. გარდატენი.
მან ხანმოკლე შემოქმედებით მოღვაწეობის მანძილზე (1872 – 1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა ”თერგდალეულთა” ზეგავლენითაა აღბეჭდილი (”წუთისოფელში ცხოვრება”, ”ახალ მოლექსეს” და სხვ.). პოეტის ზოგი ლექსი სიმღერად იქცა (”სამშობლო”; ”მუშის სიმღერა”; ”ბედის წყარო” და სხვ.). ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა ი. დავითაშვილის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.
ბიბლიოგრაფია
- ჯეჯილი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1987. - 8 გვ.
- სრული კრებული (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა, 1951. - 416 გვ.
- რჩეული ლექსები (ავტორი). - ტფ., სახელგამი, 1928. - 32 გვ.
|