The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



იროდიონ ევდოშვილი

იროდიონ ევდოშვილი
ოფიციალური სახელი:იროდიონ ხოსიტაშვილი
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1916  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ახლანდელი სიღნაღის რაიონი, სოფ. ბოდბისხევი.

თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში ”კვალი”, ”ივერია” და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა ”უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”.

მისი ლექსები ”ქარიშხალი”, ”ჩვენება”, ”მეგობრებს” და სხვ. (1896 – 1903 წწ.) რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებს მშრომელ ხალხს. მუშათა რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის გამოძახილი იყო მისი ლექსები ”სიმღერა” (1903), ”ჩემს მტერს”; თარგმანები (1905 – 1907 წწ.); ”მარსელიოზას” და სხვ. იროდიონ ევდოშვილის პოემა ”მუშა და მუზა” მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები კრთება (”ისევ გოლგოთა”, ”მოღლილობა”, ”გატეხილი ჩანგი”, 1915 და სხვ.).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: