The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

ანასტასია ერისთავ-ხოშტარია
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1868
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1951  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორი

გორის პროგიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885 წ.) მშობლიურ ფცაში (ახლანდელი ქარელის რაიონი) დააარსა უფასო სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. მან პირველი თარგმნილი ოსური ლეგენდა ”ბესო” ჟურნალ ”ნობათში” (1885 წელს) გამოაქვეყნა. მომდევნო მოთხრობებში ”ლაზარემ გადააჭარბა”, ”მიწა” და სხვ. კრიტიკულად აისახა იმდროინდელი ქართული სოფლის რეალისტური სურათები, გლეხობის დუხჭირი ცხოვრება.  ა. ერისთავ-ხოშტარიამ დიდად შეუწყო ხელი ქართულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის დამკვიდრებას. მისი პირველი რომანი ”მოლიპულ გზაზე” მძაფრი ფერებით გვიხატავს დაღუპვის პირას მისული თავად-აზნაურთა ყოფას. ა. ერისთავ-ხოშტარიას ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო მოთხრობები: ”შეუბრალებელი”, ”პატარა მკურნალი”, ”პატარა ნებიერი” და სხვ.

ბიბლიოგრაფია

  • მოლიპულ გზაზე : რომანი (ავტორი). - თბილისი, ფედერაცია, 1938. - 328 გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1934. - 355 გვ.
  • თხზულებანი : ტ. 2: ბედის ტრიალი (ავტორი). - ტფილისი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N212, 1920. - 268 გვ.
  • თხზულებანი : ტ. 1: მოლიპულ გზაზე (ავტორი). - ტფილისი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N194, 1920. - 370 გვ.

გააზიარე: