შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რაიონი, სოფ. ოძისი. ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824 – 1825 წწ.), შემდეგ მოსკოვში, კერძო პანსიონში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო სამსახურში. გ. ერისთავის პირველი ნაწარმოებია ”ოსური მოთხრობები”. მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ პატრიოტიზმს. მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესული თეატრი. მისი პირველი კომედიაა ”შეშლილი” (1839). ძველი თაობის წარმომადგენლების სახე მან კარგად აგვიწერა კომედიებში: ”გაყრა” (1840) და ”დავა” (1849). გიორგი ერისთავს თარგმნილი და გადმოკეთებული აქვს: ”უჩინმაჩინის ქუდი”, ”ყვარყვარე ათაბაგი”, აგრეთვე ა. გრიბოედოვის ”ვაი ჭკუისაგან”. მან დრამად გადააკეთა ”ვეფხისტყაოსანი”, ქართულ ენაზე თარგმნა სხვადასხვა ენებზე დაწერილი ლექსები. მისი თხზულებების სრული კრებული გამოქვეყნდა 1867, 1884 და 1936 წლებში. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |