The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი
Date of birth:1813
Date of death:22 September, 1864  (at 51 years)
Burial location:იკორთის მონასტერი, გორი
Category:Playwright, Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რაიონი, სოფ. ოძისი.

ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824 – 1825 წწ.), შემდეგ მოსკოვში, კერძო პანსიონში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო სამსახურში.

გ. ერისთავის პირველი ნაწარმოებია ”ოსური მოთხრობები”. მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ პატრიოტიზმს. მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესული თეატრი. მისი პირველი კომედიაა ”შეშლილი” (1839). ძველი თაობის წარმომადგენლების სახე მან კარგად აგვიწერა კომედიებში: ”გაყრა” (1840) და ”დავა” (1849). გიორგი ერისთავს თარგმნილი და გადმოკეთებული აქვს: ”უჩინმაჩინის ქუდი”, ”ყვარყვარე ათაბაგი”, აგრეთვე ა. გრიბოედოვის ”ვაი ჭკუისაგან”. მან დრამად გადააკეთა ”ვეფხისტყაოსანი”, ქართულ ენაზე თარგმნა სხვადასხვა ენებზე დაწერილი ლექსები. მისი თხზულებების სრული კრებული გამოქვეყნდა 1867, 1884 და 1936 წლებში.

Bibliography

  • გაყრა : კომედია (Author). - თბილისი, ცოდნა, 1961. - 36 გვ.
  • პიესები (Author). - თბილისი, სახელგამი, 1950. - 395 გვ.
  • რჩეული თხზულებანი : რჩეული ლექსები და დრამატიული ნაწარმოებნი (Author). - თბილისი, დ. კილოსანიძის გამოცემა, 1910. - 200 გვ.

Share: