Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფიელ ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, ახლანდელი კასპის რაიონი. ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. იგი იყო კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა სოფ. ქისტაურში გაატარა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში - მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში - განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რ. ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე "ვეფხისტყაოსანის" ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. რ. ერისთავის შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში რ. ერისთავის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვ. სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს "შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი" (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა ს. ს. ორბელიანის ქართული ლექსიკონი (1884). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.4.-თბ., 1979.-გვ.194; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |