The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 (32) 297-16-12



გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე
დაბადების თარიღი:1984  (31 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2009 წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით.

2006წ.- აფუძნებს ლიტერატურულ ჟურნალ ლ'ილ-ს; 2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის N2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; 2006წ.- აფუძნებს პირველ ქართულ ელექტონულ ბიბლიოთეკას lib.ge-ს; 2008წ. - გამოსცა პოეტური კრებული "ოდები"; 2009წ. - ჟურნალ ფოკუსის მესვეტე; 2009 - 2010წწ. არის "რადიო - ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - "ლიტერატურული ქალაქი", თანაავტორი; 2010წ. - ჟურნალ ტაბულას ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე; 2010წ. სატელევიზიო გადაცემა "წითელი ზონა" პროდიუსერი; 2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურული პორტალი  lib.ge აარსებს ყოველკვირეულ არტ-საღამოებს; 2010წ. კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე გასვლით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში; 2010წ. - კულტურული პროგრამების გზამკვლევის, Tbilisi out-ის ექსპერტი ლიტერატურაში; 2011წ.  lib.ge-ის სადისკუსიო ციკლის მოდერატორი; 2011წ. - გამოდის მისი პოემა "ყორანი" ფორმატით "წიგნი თეფშზე"; 2011წ. - ჟურნალ ტაბულა-არტის ლიტეტატურის განყოფილების რედაქტორი; 2011წ. - პორტალ rustaveli.net ერთ-ერთი დამფუძნებელი; 2011წ. - რადიო-გადაცემა "ლიტერატურა და სხვა", რადიო მწვანე ტალღა, ავტორი და წამყვანი; 2012წ. - ლიტერატურული ტელე-გადაცემა "ინტერპრეტაცია", ავტორი და წამყვანი; 2012წ. მისი ინიციატივით  lib.ge-ჯგუფი იწყებს კავკასიურ სახელოვნებო ბლოგ-პორტალზე მუშაობას; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად.

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - აზერბაიჯანელი პოეტის მუშვიგის სახელობის ლიტერატურული პრემია
  • 2010 - ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" , წლის ადამიანი
  • 2010 - ჟურნალ ტაბულას ვებ-გამოკითხვა ( lib.ge ჯგუფთან ერთად), წლის ადამიანები
  • 2010 - British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურსი Poet in the City (გამარჯვებული საქართველოდან)
  • 2010 - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, წლის წარმატებული ახალგაზრდა
    ლიტერატურის სფეროში
  • 2009 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია
  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტი

ბიბლიოგრაფია

  • ყორანი : პოემა (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2011. - 35გვ.. - ISBN: 978-9941-414-56-5
  • ოდები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2008. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-9052-3-0

გააზიარე: