Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კეკელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2009 წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2006 წელს აფუძნებს ლიტერატურულ ჟურნალ ლ'ილ-ს; 2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის N2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; 2006 წელს - აფუძნებს პირველ ქართულ ელექტონულ ბიბლიოთეკას lib.ge-ს; 2008წ. - გამოსცა პოეტური კრებული "ოდები"; 2009წ. - ჟურნალ ფოკუსის მესვეტე; 2009-2010წწ. არის "რადიო - ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - "ლიტერატურული ქალაქი", თანაავტორი; 2010წ. - ჟურნალ ტაბულას ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე; 2010წ. სატელევიზიო გადაცემა "წითელი ზონა" პროდიუსერი; 2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურული პორტალი lib.ge აარსებს ყოველკვირეულ არტ-საღამოებს; 2010წ. კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე გასვლით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში; 2010წ. - კულტურული პროგრამების გზამკვლევის, Tbilisi out-ის ექსპერტი ლიტერატურაში; 2011წ. lib.ge-ის სადისკუსიო ციკლის მოდერატორი; 2011წ. - გამოდის მისი პოემა "ყორანი" ფორმატით "წიგნი თეფშზე"; 2011წ. - ჟურნალ ტაბულა-არტის ლიტეტატურის განყოფილების რედაქტორი; 2011წ. - პორტალ rustaveli.net ერთ-ერთი დამფუძნებელი; 2011წ. - რადიო-გადაცემა "ლიტერატურა და სხვა", რადიო მწვანე ტალღა, ავტორი და წამყვანი; 2012წ. - ლიტერატურული ტელე-გადაცემა "ინტერპრეტაცია", ავტორი და წამყვანი; 2012წ. მისი ინიციატივით lib.ge-ჯგუფი იწყებს კავკასიურ სახელოვნებო ბლოგ-პორტალზე მუშაობას; 2012-2024წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი; 2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის; 2013 წლიდან არის ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის წამყვანი და ვიდეო-ბლოგ კვირის აზრების მონაწილე; გ. კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების კრებული "ჯადოსნური კარი", სერგეი დორენკოს "რომანი 2008"; 2024 წელს "ბიბლუსის" შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა; მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე; შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში. ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიო-ვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე Lyrikline.org. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |