ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ბასილ ზარზმელი
| დაბადების თარიღი: | 80? |
| გარდაცვ. თარიღი: | 90? |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
IX – X სს. ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, დაახლოებით 916 – 926 წლებში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი იყო. მან თავის ბიძას - საეკლესიო მოღვაწეს, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”, სადაც საქართველოს იმდროინდელი ყოფის ამსახველი სურათებია გადმოცემული. (ზარზმა, ოპიზა, ზანავი და სხვ.) თავის თხზულებებში იგი მკაფიოდ აგვიწერს საეკლესიო მშენებლობა-აღორძინების ამბებს. ”სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება” და მისი თითქმის ყველა პირველხარისხოვანი ნაწარმოებები ისტორიულ წყაროდ არის მიჩნეული.
ბიბლიოგრაფია
|