ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
იოსებ თბილელი
| ოფიციალური სახელი: | იოსებ სააკაძე |
| დაბადების თარიღი: | 1620 |
| გარდაცვ. თარიღი: | 1688 (68 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | პოეტი, სასულიერო პირი |
ბიოგრაფია
ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი; თბილისის მიტროპოლიტი. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს — პოემა ”დიდმოურავიანს” (1681 - 1687). ამ ნაწარმოებში ნათლად ჩანს საზოგადოების აზრი საქვეყნო გასაჭირზე. იოსებ თბილელს ეკუთვნის აგრეთვე სასულიერო შინაარსის თხზულებები: ”წმინდანთა კრებათათვის”, ”ანბანთქება” და სხვ. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბანკის დაარსება, რისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.
ბიბლიოგრაფია
|