ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
იეზეკიელი
| დაბადების თარიღი: | 11?? |
| გარდაცვ. თარიღი: | 11?? |
| კატეგორია: | პოეტი, სასულიერო პირი |
ბიოგრაფია
XII საუკუნის ქართველი სასულიერო პოეტი, ფიქრობენ, რომ ბერი იყო. ანტონ I "წყობილსიტყვაობაში(XVIII ს.) მას "საკვირველ პიიტიკოსს, ღმრთისმეტყუელ-რიტორს, ჭეშმარიტ ფილოსოფოსს", იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის "თანასწორად" მიიჩნევს. მას თვლიან იოანე პეტრიწის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლად. ჩვენამდე მოღწეულია მისი სამი იამბიკო, აქედან ორი - აკროსტიქულია.
ბიბლიოგრაფია
- იამბიკოები (ავტორი) // ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები . - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 662 გვ.
|