ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
თეიმურაზ II (მეფე)
| ოფიციალური სახელი: | თეიმურაზ ბაგრატიონი |
| დაბადების თარიღი: | 1700 |
| გარდაცვ. თარიღი: | 1762 (62 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | ასტრახანი, მიძინების ტაძარი |
| კატეგორია: | პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
კახეთის მეფე 1709 -1915; გამგებელი 1734 - 1744. ქართლის მეფე 1744 - 1762. 1745 წელს თეიმურაზ II ძვ. ქართული წესით ქართლის მეფედ ეკურთხა. თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. ისტორული რეალიებია გადმოცემული თეიმურაზ II ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში ”თავგადასავალი”. მისი ლირიული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი ”გაბაასება რუსთველთან” და სხვ. თეიმურაზ II სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული ”თამარიანი”.
ბიბლიოგრაფია
- გაბაასება რუსთაველთან (ავტორი) // ქართული მწერლობის საუნჯე, ტ. 8 . - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 220 გვ.. - ISBN: 978-9941-15-460-7
- დღისა და ღამის გაბაასება (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976
- სარკე თქმულთა (ავტორი). - ქუთაისი, გრიგოლ ქორქაშვილის გამოცემა, 1870. - 63 გვ.
|