ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
იოანე მინჩხი
| დაბადების თარიღი: | 90? |
| გარდაცვ. თარიღი: | 90? |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთი) მეფის გიორგი II (922 – 957) თანამედროვე, წარმოშობით ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ იგი პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. იოანე მინჩხის 4 საგალობელი, იამბიკური საზომით დაწერილი, გამოქვეყნდა "იადგარში" 978 – 988 წლებში (გამოაქვეყნა ივ. ჯავახიშვილმა 1947 წელს). ქართულ ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა - მინჩხური.
ბიბლიოგრაფია
- გალობანი; ფრაგმენტები (ავტორი) // შედევრები. ქართული პოეზია 3 ტომად, ტ. 1. - ქუთაისი, ქუთაისის შპს "ხომლი ენ"-ის სტ., 2010. - 400გვ.. - ISBN: 978-9941-0-1371-3
- დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი (ავტორი) // ქართული კლასიკური მწერლობა, ტ. 1. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 424 გვ.. - ISBN: 978-9941-15-148-4
|