ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
შიო მღვიმელი
| ოფიციალური სახელი: | შიო ქუჩუკიშვილი |
| დაბადების თარიღი: | 12 თებერვალი, 1866 |
| გარდაცვ. თარიღი: | 29 დეკემბერი, 1933 (67 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფ. ბრეთი, ახლანდელი ქარელის რაიონი.
ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების (1887) შემდეგ თბილისში მუშობდა ჯერ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი "დილა" 1885 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად. შიო მღვიმელი თანამშრომლობდა ჟურნალებში "ჯეჯილსა" და "ნაკადულში", შემდეგ "პიონერსა" და "ოქტომბრელში".
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1923 - საქართველოს დამსახურებული მწერალი
ბიბლიოგრაფია
- ტყის სურათები (ავტორი). - თბილისი, ანბანი, 2009. - 104 გვ.. - ISBN: 978-99940-24-39-1
- რჩეული (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 182 გვ.. - ISBN: 978-99940-61-05-1
- ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1996. - 320 გვ.
|