შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მცირე (ხუცეს მონაზონი)![]()
ბიოგრაფიამოღვაწეობდა XI საუკუნის 80-იან წლებში. ქართველი მწერალი, გიორგი მთაწმინდელის მოწაფე. თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ ზღვაზე, იერუსალიმში, ათონზე, კონსტანტინოპოლში. მას აღწერილი აქვს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და სასულიერო სამწერლო მოღვაწეობა. მისი ენა სადა და ხატოვანია, თხრობა - შთამბეჭდავი. გიორგი მცირეს თხზულება ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია. მისი ხელნაწერები დაცულია ათონის ივერთა მონასტრის კრებულში (1074 წ.). მისი თხზულებები თარგმნილია ლათინურ ენაზე, კერძოდ, პ. პეტერსენის მიერ (1923 წ.). ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |