The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



გიორგი მცირე (ხუცეს მონაზონი)

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მოღვაწეობდა XI საუკუნის 80-იან წლებში. ქართველი მწერალი, გიორგი მთაწმინდელის მოწაფე. თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ ზღვაზე, იერუსალიმში, ათონზე, კონსტანტინოპოლში. მას აღწერილი აქვს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და სასულიერო სამწერლო მოღვაწეობა. მისი ენა სადა და ხატოვანია, თხრობა - შთამბეჭდავი. გიორგი მცირეს თხზულება ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია. მისი ხელნაწერები დაცულია ათონის ივერთა მონასტრის კრებულში (1074 წ.). მისი თხზულებები თარგმნილია ლათინურ ენაზე, კერძოდ, პ. პეტერსენის მიერ (1923 წ.). 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: