The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ათონელი ზოსიმე (ათონელი)

ოფიციალური სახელი:ზოსიმე
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ზოსიმე (ათონელი), XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ათონის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი. ჩვენამდე მოაღწია ზოსიმეს ორმა საგალობელმა, მიძღვნილმა ილარიონ ქართველისა და ექვთიმე ათონელისადმი. საგალობლები დაწერილია 1072-1077 წლებში ათონის მონასტრის მღვდლის იაკობის დაკვეთით. მათში უხვადაა გამოყენებული ილარიონ ქართველისა და ექვთიმე ათონელის ცხოვრებათა მასალები. "გალობანი ექვთიმე მთაწმიდელისანი" დაწერილია იამბიკოს საზომით, ხოლო "გალობანი ილარიონ ქართველისანი" − მარცვლედოვანი საზომით. ორივე საგალობელი აღბეჭდილია ღვთისმოსავი ავტორის ღრმა განცდით. ზოსიმე ხელნაწერთა გადანუსხვასაც ეწეოდა. ცნობილია, რომ მას გადაუწერია გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი "სტოდიერი" და გიორგი ათონელისავე ოქტომბრის "თთუენი".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.147-148

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: