Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ათონელი ზოსიმე (ათონელი)![]()
Biographyზოსიმე (ათონელი), XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ათონის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი. ჩვენამდე მოაღწია ზოსიმეს ორმა საგალობელმა, მიძღვნილმა ილარიონ ქართველისა და ექვთიმე ათონელისადმი. საგალობლები დაწერილია 1072-1077 წლებში ათონის მონასტრის მღვდლის იაკობის დაკვეთით. მათში უხვადაა გამოყენებული ილარიონ ქართველისა და ექვთიმე ათონელის ცხოვრებათა მასალები. "გალობანი ექვთიმე მთაწმიდელისანი" დაწერილია იამბიკოს საზომით, ხოლო "გალობანი ილარიონ ქართველისანი" − მარცვლედოვანი საზომით. ორივე საგალობელი აღბეჭდილია ღვთისმოსავი ავტორის ღრმა განცდით. ზოსიმე ხელნაწერთა გადანუსხვასაც ეწეოდა. ცნობილია, რომ მას გადაუწერია გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი "სტოდიერი" და გიორგი ათონელისავე ოქტომბრის "თთუენი". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.147-148 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |