The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ აბაშიძე

გრიგოლ აბაშიძე
Date of birth:1 August, 1914
Date of death:29 July, 1994  (at 79 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვეწათა დიდუბის პანთეონი, ქ. თბილისი
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რგანი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს, შემდეგ ორი წლით აგრძელებს სწავლას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილებაზე.

1944-1951წწ. მუშაობს ჟურნალ "ნიანგის"რედაქტორად; 1951-1960წწ. "დროშის" და 1960-1967წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად. 1982-1994წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, ხოლო პოემამ "შავ ქალაქის გაზაფხული" ოცი წლის პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული - 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა კრებული "დროშები", ხოლო 1948 წელს კრებული "ჯაჭვგაუხდელი". მისი ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963), ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას XIII საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებები. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ.19; ენციკლოპედია "საქართველო", ტ.1. -თბ., 1997. -გვ. 20; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.152

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი და თავმჯდომარე (1967-1981)

Awards and Honors

  • 1994 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1985 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ფრანგი პოეტის პიერ რონსარის თარგმანისათვის
  • 1984 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1951 - სტალინური პრემია
    ლექსების ციკლისათვის "სამხრეთის საზღვარზე" და პოემისათვის "სამგორის ველზე"
  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
    არყოფნისაკენ : ლექსები / გრიგოლ აბაშიძე .-თბილისი : მერანი, 1994.-გვ.64
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: