Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეგნატე ნინოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყელა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872). 1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1878 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის. 1879-1881 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ. 1886წ. გაემგზავრა საფრანგეთში. დაბრუნდა 1887წ. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგ. ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი" და სხვ.) ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, "სიმონა" და "ქრისტინე" (1892). მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული გარდაიცვალა. ამ დღეს საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებმა ოფიციალურად გამოაცხადეს "მესამე დასის" დაფუძნება. თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის მებრძოლად წარმოგვიდგა. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.- თბ.,1984.-გვ.439; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |