The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ვიქტორ ნოზაძე

ვიქტორ ნოზაძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:1975  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. წირქვალი, იმერეთი.

სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში და განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და საწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად.

1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1929 წლიდან პარიზში დასახლდა.

პარიზში მან ჟურნალისტური მოღვაწეობა წამოიწყო  და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: