The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ორბელიანი

გრიგოლ ორბელიანი
Date of birth:14 October, 1804
Date of death:2 April, 1883  (at 78 years)
Burial location:ქაშვეთის ტაძარი, თბილისი
Category:Poet, Public Man, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის" - 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" - 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში, ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 – 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - "ივერიის ნუგეშ-დიდება" მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა. გრ. ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი" - 1829; 1833; 1835 წწ.). პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების შესახებ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.556

Bibliography


Share: